leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით საყვარელიძე: კანდიდატის სტატუსის მოპოვებას მოჰყვა „ევროპაკონცერტის“ საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება, ამან დამატებითი მოტივაცია შეუქმნა ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს

“ისე დაემთხვა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას მოჰყვა „ევროპაკონცერტი“, [კონცერტის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება] ამან დამატებითი მოტივაცია შეუქმნა ორკესტრს. პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ამ კონცერტის მერე უკვე მეტი საქართველო იქნება ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში,” – ამის შესახებ წინანდლის ფესტივალის დირექტორმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

ამასთან, საყვარელიძის თქმით, თბილისის სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებისთვის ორკესტრი მასტერკლასებს ჩაატარებს.

 

 

იცით, რომ წინანდალი საგანმანათლებლო პროექტია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათ შეხვდნენ. მეტიც მათ მოგვთხოვეს, ჩვენ თვითონ ჩავატარებთ მასტერკლასებს თბილისში სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებისთვისო, ასე რომ ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ახლოდან გაიცნონ ეს დიდებული მუსიკოსები“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

ასევე იხილეთ