left_sabechdi

ლალი მოროშკინა: ირაკლი კობახიძე, შეგეხვეწებიან მალე!

„სულხან-საბა ორბელიანის  ისტორია  განმეორდა…“ – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელშ პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებაზე.

„1724-2024

სულხან-საბა ორბელიანის  ისტორია  განმეორდა…

ირაკლი კობახიძე, შეგეხვეწებიან მალე!

საქართველო გახდება კავკასიის „შვეიცარია“.

აქ იქნება ევროპის და აზიის გზის გასაყარი.

ჩვენი პატრიარქი იქადაგებს სოხუმში!

საქართველოს დიდი მფარველობა აქვს.

ჩვენ გადავრჩებით ამ დაუნდობელ ომში!

ახალი თაობა გაბრწყინებულ იბერიაში იცხოვრებს.

წამმზომი ჩართულია…“ – წერს ლალი მოროშკინა.

ასევე იხილეთ