left_sabechdi

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ზელენსკის: მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ თანამდებობიდან აშშ-ში უკრაინის ელჩი

“მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ თანამდებობიდან აშშ-ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა”, – ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის უკრაინის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.

„როგორც თქვენ განაცხადეთ, უკრაინელები ნოემბრის არჩევნების წინ ამერიკელი ხალხის არჩევანზე ზემოქმედების თავიდან აცილებას ცდილობდნენ. ცხადია, რომ ეს მიზანი უგულებელყოფილი იყო მიმდინარე კვირაში, როდესაც ელჩმა მარკაროვამ მოაწყო ღონისძიება, რომლის ფარგლებში, თქვენ დაათვალიერეთ ამერიკული საწარმო. დაწესებულება მდებარეობს პოლიტიკურად გადამწყვეტ შტატში და არ მოიცავდა არცერთ „რესპუბლიკელს“, რადგან არცერთი „რესპუბლიკელი“ მიზანმიმართულად არ იყო მიწვეული. ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საარჩევნო ღონისძიება, რომლის მიზანი იყო „დემოკრატების“ დახმარება, რაც აშკარად არჩევნებში ჩარევაა. ამ მიზანმიმართულმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ „რესპუბლიკელებმა“ დაკარგეს ნდობა ელჩი მარკაროვას უნარის მიმართ, სამართლიანად და ეფექტურად შეასრულოს დიპლომატიური მოვალეობები ამ ქვეყანაში. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, როგორც წარსულში მკაფიოდ განვაცხადე, ყველა უცხოურმა ქვეყანამ თავი უნდა აარიდოს ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევას ან ამერიკის შიდა პოლიტიკაზე აზრის გამოთქმას“, – ნათქვამია წერილში.

ასევე იხილეთ