leaderboard_below_slide
left_sabechdi

Bloomberg: უკრაინის მოკავშირეებმა თითქმის შეაგროვეს საჭირო თანხა უკრაინისათვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინის მოკავშირეებმა თითქმის შეაგროვეს საჭირო თანხა უკრაინისათვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, უკრაინამ ჭურვები რამდენიმე კვირაში შეიძლება მიიღოს. მიწოდების ზუსტი ვადა დამოკიდებული იქნება კონტრაქტებსა და მიწოდების განრიგზე.

ჩეხეთი იმოქმედებს როგორც შუამავალი მთავრობებს შორის, რომლებსაც სურთ დააფინანსონ საბრძოლო მასალის შეძენა, რომელიც შემდეგ უკრაინას მიეწოდება.

გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, დანია, კანადა და საფრანგეთი მხარს უჭერენ ჩეხეთის გეგმას, შეიძინონ საბრძოლო მასალა ევროკავშირის გარეთ, ხოლო პოლონეთმა გამოხატა ინტერესი აღნიშნული ინიციატივის მიმართ.

შეფასებების თანახმად, უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად თვეში, სულ მცირე, 200 000 ჭურვი სჭირდება. რუსული ჯარების მიერ ჭურვების საშუალო ყოველდღიური გამოყენება შეიძლება 3-5-ჯერ აღემატებოდეს უკრაინის ჯარების შესაძლებლობებს.

ასევე იხილეთ