left_sabechdi

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ხელვაჩაურის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხელვაჩაურის დელეგატ მინდია დიასამიძესთან ერთად, მახინჯაურისა და ჩაქვის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობა გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„შეხვედრის დროს, ყოველდღიურად ვგრძნობთ მათ იმედიან დამოკიდებულებას ჩვენი გუნდის მიმართ. მოქალაქეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებები და ფასეულობები უმნიშვნელოვანესია. სწორედ, საზოგადოების მთავარი მოთხოვნა არის გაგრძელდეს ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი განვლილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. დიდი მადლობა, ვინც ნდობას მიცხადებს ამ რთულ და მეტად საპასუხისმგებლო გზაზე. 26 ოქტომბერს, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ყველა ქართველის ოცნებას,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

ასევე იხილეთ