left_sabechdi

მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის კომენტარზე: ის პრეზიდენტი არ არის, ჩვეულებრივი ოპოზიციონერია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების ირგვლივ, რადიკალური ოპოზიციის და მასთან აფილირებული პირებს მწვავე რეაქციას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმაურება.

„ამ ბანერებთან დაკავშირებით, ისეთი ისტერიაა უკვე სოციალურ ქსელში ატეხილი, „ფეისბუქზე“ მიდის საშინელი რეაქციები ნაცაგენტურის მხრიდან. ამბობენ ისინი, რომ ეს რა საშინელებაა?! როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს?! რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს კი არა, რუსეთს იყენებენ, არ მოატრიალებენ არც ერთ წინადადებას ისე. რუსეთის მიერ, რომ არ დაიბომბოს, ბავშვები რომ არ დახოცოს და საავადმყოფოები არ დაბომბოს, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი, რომ არ გვქონდეს ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ამისკენ მოგვიწოდებდნენ თვითონ და ჩვენ რატომ იყენებთო, როგორ გაბედეთ ფოტო გამოიყენეთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გამოხატულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ „ის პრეზიდენტი არ არის, ჩვეულებრივი ოპოზიციონერია“. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზურაბიშვილის ერთი ერთში იმეორებს რადიკალების ნარატივს.

ასევე იხილეთ