left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი რეიტინგი 60%-მდეა, „ნაციონალური მოძრაობა“ სამწუხაროდ, ისევ მეორე ადგილზეა

“გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი რეიტინგი 60%-მდეა”, – განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს შიდა კვლევებზე საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთ-ერთი შიდა კვლევით „ქართული ოცნებას“ მხოლოდ 35% აქვს და რა აძლევთ მათ იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, მდინარაძემ განუცხადა, რომ მათი შიდაპარტიული კვლევის მონაცემებით, ოპტიმისტური და პესიმისტური მოდელებით, „ქართული ოცნებას“ 64% აქვს.

„ნაცები“ თავის ამომრჩეველს აჯერებენ, რომ 35% გვაქვსო, შემდეგ სამი პარტია ამბობს- 20-20% გვაქვსო, „პატრიოტთა ალიანსი ამბობს 10-15% გვაქვსო და საერთოდ აღარ გვრჩება – გასცდა ეს უკვე 100%-ს. ჩვენი რეიტინგი 60%-მდეა.

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი რეიტინგი 60%-მდეა. ყველაზე პესიმისტური მოდელით გამოყვანილი ალოკაციით, სპეციალურად ჩვენი დავალებით, გამოიყვანა კომპანიამ. ეს არის 55,5% და ყველაზე ოპტიმისტური ალოკაციით, ეს არის 64%. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 60%-ის ფარგლებში ვართ. ამ მონაცემებით, იმასაც გაგიმხელთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გარანტირებულად, სამწუხაროდ, ისევ მეორე ადგილზეა და ბარიერს გადალახავს. ბარიერის გადალახვის შანსი აქვს უფრო მეტად, გვარამიას პარტიას – შედარებით მეტი; შედარებით ნაკლები – „ლელოს“. გახარიას და სხვა პარტიებს, გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ