left_sabechdi

დონალდ ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტი ჩემზე ბინძურ თავდასხმებს ახორციელებს

“უკრაინის პრეზიდენტი ახლა ჩვენ ქვეყანაში იმყოფება, ის ახორციელებს ბინძურ თავდასხმებს თქვენ საყვარელ პრეზიდენტზე, ჩემზე”, – ამის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მილიარდობით დოლარს აძლევენ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე.

“ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის მიცემას იმ ადამიანისთვის, რომელიც უარს ამბობს გარიგებაზე, ანუ ზელენსკისთვის”, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი არ იქნებიან ბედნიერები, ვიდრე ამერიკელ ბავშვებს ომში არ გაგზავნიან.

“ამერიკელ დედებსა და მამებს არ სურთ, მათი შვილები უკრაინასა და რუსეთს ებრძოდნენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები საზღვარგარეთ იღუპებოდნენ”, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე იხილეთ