leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: 1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას

“1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას”, – წერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ ხელის ერთ მოძრაობაზე ათასობით ადამიანის ბედი და უკეთესი მომავალია დამოკიდებული.

„1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას.

ამნისტია ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური აქტია, რომელიც ადამიანს ცხოვრების ახლებურად დაწყების საშუალებას აძლევს.

საპარლამენტო უმრავლესობის დიდი მონდომების შედეგად პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ამ დრომდე ვერ ამოქმედდა მხოლოდ იმის გამო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი უბრალოდ, ან უცნობი და რთულად ამოსახსნელი მიზეზის გამო ხელს არ აწერს. არადა ამ ხელის ერთ მოძრაობაზე ათასობით ადამიანის ბედი და უკეთესი მომავალია დამოკიდებული…

გამოსავალი არსებობს და ეს ხალხი მაინც გავა გარეთ. თუ პრეზიდენტი ორ ოქტომბრამდე არ გამოაქვეყნებს კანონს და, არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს მას, კონსტიტუციის თანახმად, 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“, – წერს მინისტრი.

ასევე იხილეთ