“170-ვე ადამიანს გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ნამდვილი ევროპული ღირებულება, განსხვავებით ოპოზიციური სიებისგან, სადაც პირდაპირ მეორადები აქვთ გახსნილი”, – განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სია დაფუძნებულია იმაზე, რომ ახალი სახეებიც იყოს, ახალი ენერგიაც იყოს, გამოცდილი დეპუტატებიც იყვნენ.
„მე მგონი საძებარი გაგვიხდება ოპოზიცია პარლამენტში, ეს სია რომ შევადაროთ. „ქართული ოცნების“, რომელიც არის დაფუძნებული იმაზე, რომ ახალი სახეებიც იყოს, ახალი ენერგიაც იყოს, გამოცდილი დეპუტატებიც იყვნენ. ამავდროულად, მომავალზე ორიენტირებული. ევროპაც რომ იციან რა არის, ქართული ღირებულებაც იციან რა არის და შესაბამისად, ეს 170-ვე ადამიანს გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და ნამდვილი ევროპული ღირებულება განსხვავებით ოპოზიციური სიებისგან, სადაც პირდაპირ მეორადები აქვთ გახსნილი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.