left_sabechdi

რუსთაველის ფონდისა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების  საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია  მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება; ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად  სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნებულია ფონდის ვებგვერდზე 

https://shorturl.at/0jKxC

ასევე იხილეთ