leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: კიდევ ერთხელ ვლინდება სალომე ზურაბიშვილის თანხვედრა იმ ნარატივთან, რასაც რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ახორციელებენ

„კიდევ ერთხელ ვლინდება სალომე ზურაბიშვილის თანხვედრა იმ ნარატივთან, რასაც რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ახორციელებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.

„მათი მიზანია, რომ ყველანაირად დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის და შეტევა აქვთ განხორციელებული როგორც ცესკოს დაკომპლექტების წესთან, ასევე უშუალოდ ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელობასთან მიმართებაში, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.

ასევე იხილეთ