left_sabechdi

კაკაბაძის, ზივზივაძის და აზაროვის სატრანსფერო ფასი გაიზარდა

ოთარ კაკაბაძის, ბუდუ ზივზივაძისა და ირაკლი აზაროვის სატრანსფერო შეფასებები გაიზარდა – ასეთია Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები.

ოთარ კაკაბაძის შეფასება 1,0 მილიონი ევრო იყო და 1,5 გახდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძის გრაფაში 900 ათასის ნაცვლად 2-ჯერ მეტი, 1,8 მილიონი წერია, რაც მეორე ბუნდესლიგაში ქართველი თავდამსხმელის შედეგიანი თამაშის დამსახურებაა. მცირე ხნით ადრე კი ირაკლი აზაროვის ფასი 3,5 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზარდა.

ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიაში ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა – 80 მილიონი ევრო, მეორეზე გიორგი მამარდაშვილია (45.00), ხოლო სამეულს გიორგი მიქაუტაძე 20 მილიონით ასრულებს. მთლიანობაში კი ჩვენი ნაკრების მოთამაშეთა ჯამურმა შეფასებამ 178.95 მილიონს მიაღწია, რაც კიდევ ერთი ისტორიული შედეგია.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები

ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი – 80.00 მილიონი ევრო

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია – 45.00

ჟორჟ მიქაუტაძე, ლიონის ოლიმპიკი – 20.00

ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი – 5.00

ირაკლი აზაროვი, დონეცკის შახტარი – 5.00

ასევე იხილეთ