leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: თუ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ განაჩენს არ გამოვუტანთ, ეს ეროვნული დანაშაულის ტოლფასი იქნება

„სანამ ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობას“, რომელიც რეალურად ლიბერალური ფაშიზმის მიმდევართა სექტაა, საპარლამენტო კომისიის დონეზე პოლიტიკურ განაჩენს არ გამოვუტანთ, არაფერი არ გვეშველება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ლიბერალური ფაშიზმის სულს ატარებს, რომელიც ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს.

„ნიურნბერგის პროცესმა, რომელშიც შევიდა სამხედრო დანაშაულის ტრიბუნალი და ფაშიზმის მკვებავი პარტიის, გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტური მუშათა პარტიის აკრძალვა, საშუალება მისცა გერმანიას ამ პარტიის ანასხლეტებისგან თავი დაეცვა. სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერჯერობით ვითარდება ეს პროცესები, რაც „ნაცმოძრაობის“ ანასხლეტების პოლიტიკაში ისე ყოფნას გულისხმობს, თითქოს „ნაცმოძრაობას“ არ ეკუთვნიან. რომ არა ნიურნბერგის პროცესი, გერმანიას დღესაც ეყოლებოდა იმ ფაშისტური პარტიის მიმდევრები, მაგრამ ამ პროცესით წერტილი დაუსვეს, ამიტომ, დღეს გერმანიაში კლასიკური ფაშიზმის გამოვლინება ნულს უტოლდება.

სანამ ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობას“, რომელიც რეალურად ლიბერალური ფაშიზმის მიმდევართა სექტაა, საპარლამენტო კომისიის დონეზე პოლიტიკურ განაჩენს არ გამოვუტანთ, არაფერი არ გვეშველება. კანონების მიღების მიუხედავად, თვითონ ეს ლიბერალური ფაშიზმის სული არ მისცემს ქვეყანასა და ჩვენს შვილებს განვითარების საშუალებას. ის ყოველთვის საზიანო იქნება დედაეკლესიისთვისაც და ჩვენი ეროვნული ფასეულობებისთვის, ამიტომ, ამის არგაკეთება დაგვიანებული კი არა, ეროვნული დანაშაულის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

ასევე იხილეთ