მომღერალი სოფო ხალვაში ქობულეთში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარება ყველასთვის მნიშვნელოვანია.
„მთავარი მესიჯი ჩვენთვის და ყველასთვის არის ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს კეთილგანწყობა, ერთიანობა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი და ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა სოფო ხალვაშმა.