leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ლორა თორნტონის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირ წერია რჩევა, რომ უცხოელი უმაღლესი თანამდებობის პირები არ უნდა შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს

„ქვეყნის ფარგლებს გარედან ძალების ჩარევა არის პირდაპირი სივრცის შექმნა რადიკალი ოპოზიციისთვის, რომ მათ მიეცეთ სასაუბრო თემა”, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბაიდენის მიერ პრემიერის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ეს ფაქტი მათ ვერაფერს ვერ შემატებს, ეს არის აბსოლუტურად ფუჭი გასროლა ოპოზიციისთვის, რომელსაც პულსი არ ესინჯება.

ეს სცენარი ჩვენთვის სავარაუდო იყო. მოგეხსენებათ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში. ლორა თორნტონის მიერ მომზადებულ ანგარიშში პირდაპირ წერია რჩევა, რომ უცხოელი უმაღლესი თანამდებობის პირები არ უნდა შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს. ეს პრიმიტიულობა ამ ანგარიშში ჩაიწერა ჯერ კიდევ 2024 წლის 2-8 სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც ეს ანგარიში გამოქვეყნდა.

ლორა თორნტონის ანგარიში დაედო საფუძვლად იმ უსამართლო, გაუაზრებელ და ქვეყნის ინტერესებისგან დაცლილ დამოკიდებულებას, როდესაც პრემიერს გაუუქმეს ვიზიტი. ამ ანგარიშში ასევე გაწერილია სხვა სცენარებიც. ეს ანგარიში ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც სამოქალაქო არეულობის გზამკვლევი ოპოზიციისთვის“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ