left_sabechdi

ნოშრევან ნამორაძე: 2003-2012 წლის პერიოდში იყო სრული დიქტატურა, ქაოსი, თვითნებობა და ადამიანის ფასი იყო ნული

„2003-2012 წლის პერიოდში იყო სრული დიქტატურა, ქაოსი, თვითნებობა და ადამიანის ფასი იყო ნული”, – განაცხადა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ოჯახი, ღირებულებები, ტრადიციები და თუკი რამე გააჩნდა ჩვენს ქვეყანას, ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. ამ დროს ბიზნესმენები, ფაქტობრივად, უძლურები ვიყავით. ჩვენ მხოლოდ შეგვეძლო, რომ უარი გვეთქვა კონკრეტულ მოთხოვნაზე ან არასწორ თამაშზე.

2008 წელს ჩემი მიმართულებით უკვე მესმოდა გარკვეული მოსაზრებები და შემოთვლები. ჩემი დაპირისპირებული მხარე იყო ყაჩაღური დაჯგუფება სოდ-ი, თუ მოეწონებოდათ ვინმეს ბიზნესი ან მანქანა, პირდაპირ წამოგიყენებდნენ მოთხოვნებს. თუ შენ შენს პრინციპებს ემსახურებოდი და წინ აღუდგებოდი ისე, როგორც საჭირო იყო, იქვე იწყებოდა პრობლემები.

2008 წლამდე შემომითვალეს, რომ შენი ბიზნესის მიმართ არის ინტერესები, რომელიც უნდა გაითვალისწინოო. მე ციხეში დაჭერის არ შემშინებია, რადგან ვიყავი ძალიან სუფთად, სწორი და სამართლიანი გზით მივდიოდი. სამართლებრივად ყველაფერი წესრიგში მქონდა, ამიტომ პირდაპირ განვაცხადე, რომ თამაშის ეს წესები მიუღებელია ჩემთვის.

2008 წლის სექტემბერში ეს ყაჩაღები შემომივარდნენ სახლში, ოჯახი ამიწიოკეს, ბავშვი გამომიკეტეს, სახლში ისე იქცეოდნენ, თითქოს ტერორისტს იჭერდნენ. ამის პარალელურად აედევნნენ ჩემს მეუღლეს და შუა ქუჩაში წაართვეს მანქანა.

ეს და მსგავსი ისტორიები ახლანდელ თაობას არ ახსოვს და სწორედ მათზე მუშაობენ ახლა, ეს არის ყველაზე სამწუხარო“, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.

ასევე იხილეთ