left_sabechdi

„ცაჰალის“ მტკიცებით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანიდან 10 რაკეტის გაშვება დააფიქსირა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ებრაული მხარის მტკიცებით, რაკეტები ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფას და მისი შემოგარენის მიმართულებით იქნა გაშვებული.

რამდენიმეს ჩამოგდება მოხერხდა, ხოლო რამდენიმე რაკეტა დაუსახლებელ ადგილას დაეცა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე იხილეთ