left_sabechdi

პრემიერი: ვიღაცები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება

„თუ ვინმე ოცნებობს საქართველოში რევოლუციაზე, არეულობასა და მეორე ფრონტზე, რასთან დაკავშრებითაც პირდაპირი მინიშნებებია „მაკ-კეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, ეს ოცნებები არავითარ შემთხვევაში არ ახდება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიღაცები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ქვეყნის არევაზე, თუმცა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მათ ამ გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს.

„ვიღაცები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება. ოცნებობს ის ხალხი, ვინც მსგავსი ტექსტები ჩაწერა „მაკ-კეინის ინსტიტუტის“ დასკვნაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ