leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიტო სამხარაძე: ზელენსკის ოფიციალურ დელეგაციაში ადეიშვილის ყოფნას რომ არ იმჩნევს აგენტურა ოპოზიცია, არაუშავს?

„თეორიულადაც რომ დავუშვათ ნაცების, აგენტების, მევახშეების და მოღალატეების  საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ომის საათებში დაწყებაში ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი?“ – წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

„ამერიკაში, ზელენსკის ოფიციალურ დელეგაციაში ადეიშვილის ყოფნას რომ არ იმჩნევს სხვის მფლობელობაში მყოფი აგენტურა ოპოზიცია, არაუშავს? თუმცა ამათ ხომ ჰგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება სიმართლეს და მიჩქმალავენ მსგავს მომენტებს!  თეორიულადაც რომ დავუშვათ ნაცების, აგენტების, მევახშეების და მოღალატეების  საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ომის საათებში დაწყებაში ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი? აქაურ აგენტურას მეპატრონეებთან ვალდებულება რომ აქვთ აღებული ქვეყნის ომში ჩასათრევად, არჩევნების შემდეგ არ მოსთხოვენ? ადეიშვილი და კიდევ ბევრი ჯალათი ნაცი რომ არის უკრაინის ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებზე, რომელთა პირდაპირი ინტერესია საქართველოში ომის დაწყება უკრაინის სასარგებლოდ, ვითომ არ ვიცით და თვალები დავხუჭოთ? უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე, მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე და იარაღის მიწოდებაზე, ეგეც მოგონილია?“ – წერს დიტო სამხარაძე.

ასევე იხილეთ