left_sabechdi

„უოტფორდის“ მწვრთნელი: ჩაკვეტაძე მოედანზე გადამწყვეტ როლს ასრულებს!

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა. ამ ამბავს „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი, ტომ ქლევერლი გამოეხმაურა:

„ის არის ფანტასტიკური მაგალითი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. გიორგი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფოკუსირება იმ მიზანზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.

ჩაკვეტაძე არის მშვიდი, მაგრამ მოედანზე გადამწყვეტ როლს ასრულებს, თავისი პროფესიონალიზმით და მონდომებით კი სამაგალითოა. მას სურს, რომ გაიზარდოს და ჩვენს კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩაკვეტაძე გახდება  „უოტფორდის“ წარმატებული სვლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჩვენ ყველას გვსურს“, – ამბობს „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ტომ ქლევერლი.

ასევე იხილეთ