left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ფორმულა შერიგებისა ურთიერთმიტევების გარეშე არ არსებობს

„ფორმულა შერიგებისა ურთიერთმიტევების გარეშე არ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ამდენი წელი გავიდა, ზოგმა ახალგაზრდამ გადმოცემითაც არ იცის, თუ რა დიდი შრომა იყო იმაში ჩადებული, რომ მსოფლიო პოზიცია, აი, ამ საკითხების მიმართ ჩამოყალიბებულიყო ზუსტად იმ ფორმულირებებით, რომელიც დღესაც არის გამოყენებული. რასაკვირველია, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ბევრი რამ შეცვალა.

ფორმულა შერიგებისა ურთიერთმიტევების გარეშე არ არსებობს. მით უმეტეს, ასეთი გამოცდილებაც გვაქვს. ასეთი გამოცდილება გვქონდა, საერთაშორისო დახმარებით ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. აფხაზებიც იყვნენ ჩამოსულები, ცხინვალის რეგიონიდანაც და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა სამშვიდობო პროცესი, სწორედ მაგ პრინციპიდან გამომდინარე.

ძალიან ძნელი იქნება ახლა უკან დაბრუნება იმავე კალაპოტში, მაგრამ ეს შესაძლებელია, თუკი რეალურად უყურებ იმ პრობლემას, რაც მსოფლიოს და საქართველოს ახასიათებს“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

ასევე იხილეთ