leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა მესამე მასივის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა. საუბარი შეეხო რაიონში არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე პროექტებს და იმ სირთულეებს, რაც ადგილობრივებს აწუხებთ. დაისახა პრობლემების გადაჭრის გზებიც. ასევე, აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ამიტომ მმართველი გუნდის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს, მხარდაჭერილი უნდა იყოს, რათა მშვიდობა შენარჩუნდეს. ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ქართული საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რათა ვერავინ შეძლოს საქართველოში სიტუაციის არევა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა.

ასევე იხილეთ