left_sabechdi

სოფელ მეტეხის ღია საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ღია საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში  გუნდური პირველობა გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობდა კასპის, გორის,  ქარელის და ხაშურის გუნდები.

გამარჯვებული გუნდებისთვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული იყო ფულადი ჯილდო.

I   ადგილი  – კასპი  – 10 000 ლარი:

II  ადგილი – ქარელი  –  5 000 ლარი;

III ადგილი – გორი – 3 000 ლარი.

ტურნირი  ჩაატარა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციამ  და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ.

ტურნირის მხარდამჭერები   გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები,   მთავარი მსაჯი  სოსო მამულაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და  ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები.

ასევე იხილეთ