leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ჰეზბოლა“ ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს

ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ლიდერის, ჰასან ნასრალას დაღუპვას ადასტურებს.

„ჰეზბოლას“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაჯგუფება გააგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას, ღაზისა და პალესტინის მხარდაჭერას და ლიბანელი ხალხის დაცვას.

ჰასან ნასრალას ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა. მათი განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურის.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა მდებარეობს საცხოვრებელი შენობების ქვეშ დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში.

ასევე იხილეთ