სოზარ სუბარი რადიკალურ ოპოზიციაზე: რაც მალე გაქრებიან ისინი პოლიტიკური ველიდან, მით მალე გამოვლენ უფრო ჯანსაღი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე
პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციის საარჩევნო სიებს ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც ქვეყნისთვის რამე გაუკეთებია და მოსახლეობაში ავტორიტეტია, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან არც ოპოზიციაა ასეთი.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც ოპოზიციას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსიც არ აქვს, სიაზე საუბარი აზრს მოკლებულია. მისი თქმით, რაც მალე გაქრება პოლიტიკური ველიდან ოპოზიცია, მით მალე გამოჩნდება ჯანსაღი ძალა პოლიტიკურ ველზე.
„როდესაც ოპოზიციას არ აქვს შანსი, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, იქ სიაზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია. არც ერთი ადამიანი, რომელიც რამეს ეუბნება საქართველოს მოქალაქეს, როგორც პოლიტიკოსი, გამოჩენილი ადამიანი, რომელსაც რამე გაუკეთებია ქვეყნისთვის ან რაიმე სფეროს ავტორიტეტი, რომლის გამოჩენაც მოქალაქეებთან გამოიწვევს დადებით ოვაციას – ასეთი სახე ჩვენ ვერ დავინახეთ ოპოზიციის რიგებში და ეს გასაგებია იმიტომ, რომ ოპოზიცია არ გვყავს ასეთი. ამიტომ რაც მალე გაქრებიან ისინი პოლიტიკური ველიდან, მით მალე გამოვლენ უფრო ჯანსაღი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.