ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი პატრიარქთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„აღარაფერს ვიტყვი თითოეული ქართველისთვის იმ სრულიად ამორალურ განცხადებაზე, რომელიც მან იკადრა, გვაკადრა და საქართველოს აკადრა, როდესაც ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე ისე, იმგვარად და იმ სიტყვებით, რაც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე“.
„ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.