leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კახიანი: რაც არ უნდა შეეცადონ დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, საბოლოო ჯამში, არ ექნება არანაირი ძალა, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ამას ვერაფერი შეცვლის

“რაც არ უნდა შეეცადონ დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, საბოლოო ჯამში, არ ექნება არანაირი ძალა, ვინაიდან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ამას ვერაფერი შეცვლის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემა „ქრონიკაში“, რითაც გამოეხმაურა ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებად დარეგისტრირების საკითხს.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, რომლებიც დარეგისტრირდნენ როგორც დამკვირვებლები არჩევნებზე, მათი ნახევარზე მეტი კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ.

„ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემდგომ გაკეთებულ დასკვნას უნდა ვენდოთ? რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება მიკერძოებული. ვის აქვს იმის მოლოდინი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტობრივად გაიგივებულები არიან პოლიტიკურ პარტიებთან და შეზრდილი არიან, მეტ-ნაკლებად, სხვადასხვა ფორმით, რა გარანტია არსებობს იმის, რომ ისინი სწორ დასკვნებს გააკეთებენ.

მთავარი არის ერთი რამ, საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. საზოგადოების გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, წინ მაინც ვერაფერი დაუდგება რაც არ უნდა შეეცადონ და წარმოაჩინონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რაც არ უნდა შეეცადონ დააკნინონ და დაჩრდილონ არჩევნების პროცესი, ამას მაინც, საბოლოო ჯამში, არ ექნება არანაირი ძალა, ვინაიდან, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქვეყნის მოსახლეობა, ეს იქნება უზენაესი და ამას ვერაფერი შეცვლის“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ასევე იხილეთ