ძალადობა, პროსტიტუცია, რეკეტი, შანტაჟი და დაკავებული ცნობილი რეპერი Puff Daddy – უპრეცედენტო სკანდალი ჰოლივუდში
უპრეცედენტო სკანდალი ჰოლივუდში – ძალადობა, პროსტიტუცია, რეკეტი, შანტაჟი – ცნობილი რეპერი – Puff Daddy დაკავებულია. უმძიმესი და დაუჯერებელი დანაშაულების სია გრძელია. ვრცელდება მოსაზრებები, რომ შოუბიზნესის დიდი ნაწილი მასთან ერთად მონაწილეობდა უმძიმეს დანაშაულებში, ნაწილი კი Daddy-ის და მისი გარემოცვის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.
გამოძიებამ გაჩხრიკა რეპერის საცხოვრებელი სახლი, სადაც წარსულში მასშტაბური წვეულებები ეწყობოდა და სადაც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახეები – მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და მათ შორის პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წვეულების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გამოძიების თქმით, ხდებოდა ყველა ის დანაშაული, რის გამოც დღეს Daddy დაკავებულია.
Puff Daddy-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც რეპერს მეგობარმა გოგონამ უჩივლა, CNN-მა კი ექსკლუზიურად გაავრცელა ვიდეო, სადაც მომღერალი მასზე ფიზიკურად ძალადობს. მეგა ვარსკვლავი მზად არის გადაიხადოს 50 მილიონი და ჩააბაროს საკუთარი და ოჯახის წევრების საბუთები გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა სასამართლო მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. ცნობილმა რეპერმა დაიწყო შიმშილობაც, რადგან ვარაუდობს, რომ მოწამლავენ.