რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ლიბანი და ლიბანელი ხალხი ისრაელის მხრიდან გენოციდის, ოკუპაციისა და უკანონო შეჭრის სამიზნეები არიან
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელი ლიბანში „გენოციდს“ ახორციელებს.
ამის შესახებ მან „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდირების კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა.
„ლიბანი და ლიბანელი ხალხი არიან გენოციდის, ოკუპაციისა და უკანონო შეჭრის პოლიტიკის სამიზნეები, რომელსაც ისრაელი 7 ოქტომბრიდან ახორციელებს“,– დაწერა ერდოღანმა.
გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა მდებარეობს საცხოვრებელი შენობების ქვეშ დაჰიეს გარეუბანში, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში.