სერგეი ლავროვი: მოსკოვი მზად არის საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.
„საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ეს თქვეს კიდეც, რომ „ისტორიული შერიგება უნდათ“. რა სახით და ფორმით შეიძლება, ეს შერიგება მოხდეს, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, იქ გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისა, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფისა… მხარეების დაინტერესების შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით, დავეხმაროთ“, – განაცხადა ლავროვმა გაეროს გენასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეული შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.