ტერორისტული აქტების შედეგად დედაქალაქ მოგადიშოსა და ქალაქ შაბელეში 10 ადამიანი დაიღუპა. ასაფეთქებელი მოწყობილობები ავტომობილებში იყო ჩამონტაჟებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტების უკან რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „აშ შაბაბი“ დგას.