სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ისრაელს მიზეზის შექმნა უნდა იმისთვის, რომ ომში შეერთებული შტატები ჩართოს
“ისრაელს მიზეზის შექმნა უნდა იმისთვის, რომ ომში შეერთებული შტატები ჩართოს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ისრაელი პოლიტიკური მკვლელობებით თეირანის პროვოცირებას ცდილობს, თუმცა ირანის ხელისუფლება მაქსიმალურად თავშეკავებულად იქცევა.
მანამდე გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ლავროვმა ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციას პოლიტიკური მკვლელობა უწოდა.