leaderboard_below_slide
left_sabechdi

Yandex-ს არავითარი კავშირი არ აქვს ინტერნეტში გავრცელებულ ყალბ კამპანიასთან – ვინ არის დამკვეთი?

Yandex-ს არავითარი კავშირი არ აქვს ინტერნეტში გავრცელებულ ყალბ კამპანიასთან – ვინ არის დამკვეთი?

Yandex Go-მ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა საკუთარ გვერდზე იმის შესახებ, რომ Yandex Eats-ის მიერ გავრცელებული კონტენტი არავითარ კავშირში არ არის Yandex Go-ს კომპანიასთან და არც თავად Yandex Eats-ის კრეატორები არიან დაკავშირებული კომპანიასთან.

გუშინ ინტერნეტში ტალღისებურად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, Yandex Eats -მა მუშაობის დაწყების შესახებ სარეკლამო კამპანია წამოიწყო; კამპანიაში იყენებენ გამოსახულებას, რომელიც საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია და სარკასტულად ამახინჯებს ქვეყნის ტერიტორიის რუკას.

Yandex-ის წინააღმდეგ მიმართულმა პროვოკაციულმა კამპანიამ, „ფეიკების“ გამოყენებით, საინფორმაციო საზოგადოების პრობლემები გამოავლინა. ვნახოთ, ექნება თუ არა ხელისუფლებას რეაგირება და მოძებნის თუ არა ამ ყალბი კამპანიის ნამდვილ შემქმნელებსა და მათ დამკვეთებს.

ასევე იხილეთ