leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობითაა შესაძლებელი

“რუსეთის არმიამ მიმდინარე კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 900-მდე საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

„მხოლოდ ამ კვირაში რუსეთის არმიამ გამოიყენა 900 საავიაციო ბომბი, 300-ზე მეტი Shahed-ი და 40-ზე მეტი რაკეტა. რუსულმა ტერორმა არ იცის პაუზა და მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ერთიანობით – უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში ერთიანობით და ომთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენაში ერთიანობით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენებით დაბომბეს.

ასევე იხილეთ