„რეალის“ ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ლაიპციგთან“ ჩატარებული მატჩის (1:1) შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამეფო კლუბი“ მოწოდების სიმაღლეზე არ იყო:
„რთული შეხვედრა გამოდგა. ვერ ვაჩვენეთ საუკეთესო ფეხბურთი. თუმცა, მთავარია, შეგეძლოს მომდევნო ეტაპზე მაინც გახვიდე, როცა ისე კარგად ვერ თამაშობ, როგორც შეგიძლია. ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ვართ, მაგრამ მეოთხედფინალში გავედით“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „რეალმა“ „ლაპციგთან“ პირველი მატჩი მოიგო (1:0), საპასუხო შეხვედრაში ფრე (1:1) ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბოლოს 2021/2022 წლების სეზონში გახდა, როდესაც ფინალში „ლივერპული“ 1:0 დაამარცხა.