leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი ლავროვის განცხადებაზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენისა და რეინტეგრაციის საკითხში ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან მოწესრიგებაზე გადის, ამას აუცილებლად ექნება შედეგი

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენისა და რეინტეგრაციის საკითხში ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან მოწესრიგებაზე გადის”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

იგი სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს პროცესი უნდა განვავითაროთ, ეს პოზიცია ყველგან უნდა დავიცვათ და ამას აუცილებლად ექნება შედეგი“, – დასძინა ქადაგიშვილმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.

ასევე იხილეთ