„ვერსად შეიგრძნობ გამარჯვებას ისე, როგორც სამშობლოში!“ – ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
„მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ამერიკაში ვიყავი ეს ორი კვირა, ევროპაშიც ვიყავი, ქართველებსაც შევხვდი, მაგრამ სამშობლოში სულ სხვა არის ჩამოსვლა გამარჯვებულზე. ეს იყო ჩემი ოცნება მთელი ცხოვრების და, მადლობა ღმერთს, გამარჯვებული ვბრუნდები სამშობლოში. გპირდებით, რომ ბევრჯერ გავახარებ ჩემს სამშობლოს.
როგორც ჩანს, UFC-ის უნდა, უმარ ნურმაგომედოვი იყოს ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე. მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. რა თქმა უნდა, აბუ-დაბიში ილიასთან ერთად ვიქნები, სხვადასხვა ღონისძიებაში ვარ ასევე ჩართული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვიჯდები და ბოლო ხმაზე ვიღრიალებ, რომ ილიასთვის ჯერ მისი კუთხე ვიყო და მერე, რა თქმა უნდა, მასთან ერთად გამარჯვება აღვნიშნო“, – აცხადებს დვალიშვილი.