leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, საქართველო იმ ალიანსში, რომელიც დღეს ებრძვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტ ქვეყანას, არის სერიოზული ინტერესის საგანი

„გასაკვირი არ არის, რომ ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებით მოქმედებს და რასაკვირველია, საქართველო იმ ალიანსში, რომელიც დღეს ებრძვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტ ქვეყანას, არის სერიოზული ინტერესის საგანი ამ ალიანსისთვის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედის კვირა“.

„საოცარი და საკვირველი ის არის, რომ თვითონ ქართველები, საქართველოში გაზრდილი ადამიანები, რომლებიც პატრიოტებად აცხადებენ თავს, რატომ დგანან მათ რიგებში, ვისაც განზრახული აქვს საქართველოს რესურსი და მიმართულება, გამოიყენოს რუსული სამხედრო შეტევის დივერსიფიკაციისთვის, ანუ შესუსტებისთვის უკრაინის მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ