ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ უნდა მიესალმო მათ, რახან შენი ოჯახის წევრი არ დაუჭერიათ, არ უწამებიათ და ომის სასაკლაოზე არ გაუგზავნიათ?
„თითქოს, არაფერი ისეთი არ ხდება, ნაციონალი დიდ დიღომში თავის ამომრჩეველს ხვდება, ახლა რას ატყუებს და რას ჰპირდება, სხვა საკითხია, თუმცა არც ის მომწონს, რომ ნაციონალებს თუნდაც ერთი ადამიანი ღიმილით და ხელის ჩამორთმევით ეგებება, მთვარეზე ცხოვრობ, ამათ შესახებ არაფერი გაგიგია, რატომ უნდა მიესალმო მათ, რახან შენი ოჯახის წევრი არ დაუჭერიათ, არ უწამებიათ და ომის სასაკლაოზე არ გაუგზავნიათ?” – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს:
მაშ ასე, ქვემოთ მოყვანილ სურათზე სოფო ჯაფარიძეა, სააკაშვილის ახალი ფავორიტი და პირწავარდნილი ნაციონალი. თითქოს, არაფერი ისეთი არ ხდება, ნაციონალი დიდ დიღომში თავის ამომრჩეველს ხვდება, ახლა რას ატყუებს და რას ჰპირდება, სხვა საკითხია, თუმცა არც ის მომწონს, რომ ნაციონალებს თუნდაც ერთი ადამიანი ღიმილით და ხელის ჩამორთმევით ეგებება, მთვარეზე ცხოვრობ, ამათ შესახებ არაფერი გაგიგია, რატომ უნდა მიესალმო მათ, რახან შენი ოჯახის წევრი არ დაუჭერიათ, არ უწამებიათ და ომის სასაკლაოზე არ გაუგზავნიათ?
ახლა კიდევ უარესი, ფოტოზე ჯაფარიძის გვერდით ჩანს აკაკი ხუსკივაძე, სუბიექტი, რომელმაც „დამოუკიდებელი” სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა! ამჯერად აკაკი ხუსკივაძის სხვა „წესიერებას და პატიოსნებას” არ შევეხები, ისე გვიპასუხონ სალომე ზურაბიშვილით დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლით დამთავრებული ნებისმიერმა, როგორ შეიძლება, აკაკი ხუსკივაძემ აწარმოოს არჩევნებზე მიუკერძოებელი და სამართლიანი დაკვირვება თუ აგერ დღეს, არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე ადრე, ჩართულია პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან საარჩევნო აგიტაციურ ღონისძიებაში? ჩვენს „დაუძინებელ და გულმხურვალე უცხოელ მეგობრებს” არაფერს არ ვეკითხები, ვინაიდან პასუხი ვიცი, ისინი ასეთ ფაქტებს ან ვერ ხედავენ, არ ვერ ამჩნევენ!
ქალბატონებო და ბატონებო, გპირდებით, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკური თაღლითების მხილება კვლავაც გაგრძელდება!” – წერს ნიკოლეიშვილი.