leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პრემიერის ვახშამზე არ მიწვევის ფაქტზე: საკმაოდ არასერიოზული გადაწყვეტილება და კონკრეტული გზავნილია არა ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს

„რა თქმა უნდა, ეს არის ბანალური, თუმცა ამასთანავე საკმაოდ არასერიოზული გადაწყვეტილება და კონკრეტული გზავნილი არა ხელისუფლებისთვის, არამედ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს”, – ასე შეაფასა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე არ მიიწვია.

„ეს არის მძიმე მოცემულობა, თუ რა მდგომარეობამდეა კონკრეტული თანამდებობების პირები აშშ-ში, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება დასჭირდათ. რისთვის? – ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის, რომ დემონსტრაციულად ეჩვენებინათ, თუ რა დამოკიდებულებაა ჩვენთან მიმართებაში და მეორე მხრივ, კონკრეტული რადიკალური ჯგუფებისთვის სალაპარაკო თემა მიეცათ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „ბაიდენთან ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და თავად გამოიტანოს დასკვნები“.

ასევე იხილეთ