leaderboard_below_slide
left_sabechdi

ადიგენის მუნიციპალიტეტში სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში, სოფელ კეხოვანში,  5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო  გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო  გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სოფელ კეხოვანში, სატყეო გზების მოწყობა სლოვენიური პრაქტიკისა და  ევროსტანდარტების გათვალისწინებით ხორციელდება.   სატყეო გზების მოწყობა არა მარტო საშეშე მერქანზე ხელმისაწვდომობის ამარტივებს, არამედ, ეფექტიანად ხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენის და, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებები“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და „ზავიტა კონსალტინგის“ კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

ასევე იხილეთ