left_sabechdi

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ავლაბრისა და ნავთლუღის  მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გუნდის  პრიორიტეტებზე ესაუბრა. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ და  შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს  26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე

ასევე იხილეთ