„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია“ დააკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც მიმდინარე პროცესს, ასევე არჩევნების დღეს

„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მოგახსენებთ რომ „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ათი არასამთავრობო ორგანიზაცია, დააკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც მიმდინარე პროცესს, ასევე არჩევნების დღეს, საზოგადოებას მოახსენებს ანგარიშს მიმდინარე პროცესის შესახებ და შეაფასებს აგრეთვე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მოვლენებს.

სრულად გვაქვს გაცნობიერებული არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად, დაკვირვების პროცესი იქნება სამართლიანი, მიუკერძოებელი, სრულყოფილი და ობიექტური.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გადაიქცა პოლიტიკური პარტიების დანამატად  და ქვეყნისათვის საზიანო საქმეების განხორციელების ინსტრუმენტად, ისინი გასცდნენ ლეგიტიმურ ზღვარს  და ჩართულები არიან იმგვარ პროცესებში, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დისკრედიტაციას და შესაბამისად შეგვიძლია შევაფასოთ მათი მხრიდან როგორც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.

ჩვენ შევისწავლეთ ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 51 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. აქედან 29 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებულიმათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ნაწილი კი ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევა.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში უშუალოდ კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული (ტენდენციური, მიკერძოებული) ინფორმაცია თავის ანგარიშებში არ ასახოს და მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია  არ გაითვალისწინოს.

ჩვენი შუალედური შეფასებით, პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირებიდასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებული იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით.

რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა და კვლავ განხორციელდება მათზე დაკვირვებით, მათი საქმიანობის ანალიზით და შეფასებით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ალექსანდრე კობაიძე და ნიკა მემანიშვილი ავრცელებენ.

 

ასევე იხილეთ