ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელ ხალხს: ირანის გათავისუფლების მომენტი ბევრად უფრო ადრე დადგება, ვიდრე ხალხი ფიქრობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ყოველდღე ხედავთ რეჟიმს, რომელიც გთრგუნავთ, საუბრობს ლიბანისა და ღაზის დაცვაზე. თუმცა, ეს რეჟიმი ყოველდღიურად ჩვენს რეგიონს უფრო ღრმად ძირავს სიბნელესა და ომში“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა ვიდეომიმართვაში.
„ირანელების უმრავლესობამ იცის, რომ მათ რეჟიმს არ აწუხებს ირანელი ხალხი. რომ აწუხებდეს, [რეჟიმი] შეწყვეტდა მილიარდობით დოლარის ფლანგვას ახლო აღმოსავლეთში უშედეგო ომებზე“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანელი ხალხის გათავისუფლების მომენტი იმაზე მალე დადგება, ვიდრე ამას ვინმე ფიქრობს.
„როდესაც ირანი საბოლოოდ გათავისუფლდება – და ეს მომენტი ბევრად უფრო ადრე დადგება, ვიდრე ხალხი ფიქრობს – ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ჩვენი ორი უძველესი ხალხი, ებრაელი ხალხი და სპარსელი ხალხი, საბოლოოდ მშვიდობიანად იცხოვრებენ“, – დასძინა მან.