left_sabechdi

ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: უკანასკნელი განწირული მცდელობა, როგორმე შეაკოწიწოს რადიკალური ოპოზიციის საგარეო მხარდაჭერა

„ეს, ქვეყნის კონსტიტუციიდან გასული (პ)რეზიდენტის ბოლო ვოიაჟია ევროპაში, უკანასკნელი განწირული მცდელობა, როგორმე შეაკოწიწოს რადიკალური ოპოზიციის საგარეო მხარდაჭერა“, – ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

მისი განცხადებით, ის მავნებლური და სრულ სიცრუეზე დაფუძნებული გზავნილები, რასაც ზურაბიშვილი ევროპაში აჟღერებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არის ლაკმუსის ქაღალდი, თუ როგორ უჭირთ მას და მის გარშემო შემოკრებილ რადიკალებს.

„ეს ქვეყნის კონსტიტუციიდან გასული (პ)რეზიდენტის ბოლო ვოიაჟია ევროპაში, უკანასკნელი განწირული მცდელობა, როგორმე შეაკოწიწოს რადიკალური ოპოზიციის საგარეო მხარდაჭერა. ის მავნებლური და სრულ სიცრუეზე დაფუძნებული გზავნილები, რასაც ის ევროპაში აჟღერებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არის შესანიშნავი ლაკმუსის ქაღალდი, თუ როგორ უჭირთ მას და მის გარშემო შემოკრებილ რადიკალებს, რომლებიც, ფაქტობრივად, მათი გარე პატრონების მხარდაჭერის ამარა დარჩნენ“, – წერს ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ