იოავ გალანტი: „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომის ახალი ფაზა მალე დაიწყება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში „ახალი ფაზაა“ მალე დაიწყებენ.
ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ომში ახალი ფაზა მალე დაიწყება. ეს უსაფრთხოების ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი მისია შევასრულოთ იქ მცხოვრებთა სახლებში დასაბრუნებლად. ჩვენ შევცვლით ვითარებას და ამ ადამიანებს სახლებში დავაბრუნებთ“, – ამბობს გალანტი.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებოდა.