left_sabechdi

დიკემბე მუტომბო 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული კალათბურთელი დიკემბე მუტომბო 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია NBA-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

სპორტსმენი წლების განმავლობაში ტვინის სიმსივნეს ებრძოდა.

დიკემბე მუტომბო NBA-ის დიდების დარბაზის წევრი იყო და NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად იყო აღიარებული.

მან NBA-ში 18 სეზონი გაატარა და კარიერაში 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა All Star-ის შეხვედრებში.

სპორტსმენი აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. 1997 წლის შემდეგ, დიკემბე მუტომბოს დაარსებული ფონდი ცენტრალურ აფრიკაში მაცხოვრებელი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, 2007 წელს კი საავადმყოფო გახსნა.

ასევე იხილეთ