left_sabechdi

თიკა ბალანჩინი: ევროპაში ყველა ქვეყანას განსაკუთრებული თავისი ნიშა აქვს და ჩვენც აუცილებლად ჩვენი უნდა გვქონდეს

„ევროპაში ყველა ქვეყანას განსაკუთრებული თავისი ნიშა აქვს და ჩვენც აუცილებლად ჩვენი უნდა გვქონდეს”, – განაცხადა ჯგუფ „New one“-ის წევრმა, თიკა ბალანჩინმა ქედაში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ, გავუერთიანდეთ ამ დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობის დაცვით. თუ შევხედავთ, ევროპაში ყველა ქვეყანას განსაკუთრებული თავისი ნიშა აქვს და ჩვენც აუცილებლად ჩვენი უნდა გვქონდეს, რაც გვაქვს, ღირსეული, ქართველებს“, – განაცხადა ბალანჩინმა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. ქედას გარდა, ამ წუთებში მხარდამჭერი ღონისძიებები ასპინძასა და ახალქალაქში მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ