leaderboard_below_slide
left_sabechdi

გოგა ჩანადირი: თენგიზ თაქთაქიშვილი – გამორჩეული მეწიგნე, მოხუც ბუკინისტად რომ იცნობენ, 78 წლის გახდა

რამდენს აჩუქა კიდეც წიგნი, რომ ხედავდა, როგორ უნდოდათ ციდნას დაწაფებოდნენ”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.

„თენგიზ თაქთაქიშვილი – გამორჩეული მეწიგნე, მოხუც ბუკინისტად რომ იცნობენ, 78 წლის გახდა. წიგნები მიჰქონდა ადამიანებთან ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს უამრავ თანამემამულეს აღარ აინტერესებდა. განათლებას ავრცელებდა და სჯეროდა, რომ მხოლოდ წიგნიერებაში იყო ქვეყნის წარმატება.

რამდენს აჩუქა კიდეც წიგნი, რომ ხედავდა, როგორ უნდოდათ ციდნას დაწაფებოდნენ.

დიდი ამაგის მგონე ადამიანია.

დიდხანს იცოცხლეთ, ბატონო თენგიზ!

გილოცავთ დაბადების დღეს” – წერს გოგა ჩანადირი.

ასევე იხილეთ